პრემიერი _ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მმართველი პირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირველი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინისტრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, ცერი და ნეკი ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.