პრემიერა

8

პრემიერა _     ამა თუ იმ პიესის პირველი წარმოდგენა თეატრში

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირველად“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ / „ნიმუში“ _ ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს „ჩვენებას“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.