პრასი _ მწვანილის სახეობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ “მწვანე“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოთოლი“ _ მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ქვევით, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს სცილდება და ფალანგებში მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.