პოზიცია _ 1. რისამე მდგომარეობა, მდებარეობა, განლაგება; 2. თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხის შესახებ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩემი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ შუბლთან განთავსებული ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.