პოვნა _ დამალულის, დაკარგულის, მანამდე უჩინარის ნახვა, მიკვლევა, მიგნება, აღმოჩენა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხენა ხელისგულის ზემოთ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.