პოლიცია _ საგანგებო სახელმწიფო ორგანო, რომლებიც შეიარაღებული რაზმებით იცავს არსებულ წეს-წყობილებას
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია მარჯვენა ხელის თითები და ზევით აღმართულია ცერი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.