ფუღურო _ სიცარიელე, სიღრუე, გამოღრუტნული (ხეში)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მარცხენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული წინაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითით მარცხენა ხელზე სრულდება წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.