ფიცარი

9

ფიცარი  _  ორივე მხრით ბრტყელი ხის ნაჭერი, ჩვეულებრივ მორის სიგრძივ ჩამონაჭერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხნივაა მიმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევითაა მიმართული და თითებით ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.