ფარა

6

ფარა  _    ცხვრის ჯოგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმრავლე (ცხვრის)“ / „კრებითობა“ _ ხელისგულები  ქვევითაა მიმართული  ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.