სროლა
სროლა _ მოქნევით გადაგდება, ტყორცნა ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სროლა _ მოქნევით გადაგდება, ტყორცნა ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სრიალი _ გლუვ ზედაპირზე დაუბრკოლებელი, ნარნარი მოძრაობა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სპილო _ ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელსაც აქვს გრძელი ხორთუმი და ძალიან სქელი, თითქმის უბალნო კანი, იკვებება მცენარეებით ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
სპეციალურად _ განგებ, გამიზნულად ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ქვევით მოძრაობს სინქრონულად, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სპეციალისტი _ ამა თუ იმ სპეციალობის მქონე პირი, ამა თუ იმ პროფესიაში დახელოვნებული, საქმის მცოდნე რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელოსანი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more
სოციალური _ საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფთან ან კლასთან დაკავშირებული, მათი დამახასიათებელი დაქტილებით წარმოდგენილი ერთხელიანი, დინამიკური, დაქტილური („სოც“) ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more
სოფლელი _ სოფლის მცხოვრები ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სოფელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more
სოფელი _ უპირატესად გლეხებით დასახლებული პუნქტი, რომლის ძირითადი მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სომეხი _ სომხური წარმოშობის ადამიანი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, ქვევით მიმართულია მარცხენა ცერის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები მრავალჯერადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სოკო _ მცენარეული მიკროორგანიზმი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
სმენა _ ერთ-ერთი შეგრძნება, რომლის ორგანო ყურია, ორგანიზმის მიერ ბგერითი რხევის აღქმა, ბგერის გაგონების უნარი ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ყურს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
სლუკუნი _ გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ბგერების გამოცემით ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ტირილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე საჩვენებელი თითით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more
სკოლა _ სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც ახალგაზრდები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით იღებენ სათანადო განათლებას ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ /“თავში ჩადება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწესებულება“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი … Read more
სკივრი _ სახურავიანი დიდი ყუთი სხვადასხვა საოჯახო ნივთების შესანახად, ზანდუკი, კიდობანი ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა მოხრილ იდაყვზე განთავსებულია ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.
სიჭრელე _ ჭრელი ფერის ქონა, ჭრელი ფერი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის დონეზე ფართოდ გაშლილი თითებით რკალურ მოძრაობას ასრულებს ზემოდან ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მესამე, … Read more