ნადირი

ნადირი  _  გარეული მტაცებელი ცხოველი, მხეცი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაგლეჯი

ნაგლეჯი  _  ნაფლეთი, ნახევი, ნაწყვეტი     ორხელიანი, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარცხენა ხელი ზევითაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები შეკრულია მუშტებად; სრულდება განსვლითი ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა: მარჯვენა ხელი  მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, … Read more

Categories

ნაგვიანევი

ნაგვიანევი _  გვიან შემოსული, გვიან დამწიფებული, დაგვიანებული, გვიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გვიან“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით ასრულებს ქვევით მიმართულ მოძრაობას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

ნაგებობა

ნაგებობა _   ყველაფერი ის, რაც აგებულია (შენობა, ხიდი და სხვ.)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენება“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობები“ … Read more

Categories

ნაგავი

ნაგავი _  უვარგისი ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი, უსუფთაობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „აყროლებული“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი შუა და საჩვენებელი თითების წვერებით ხელი ეხება სახეს ცხვირთან, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნარჩენები“/ „ნაგავი“ _ მუშტად შეკრული … Read more

Categories

ნაბიჯი

ნაბიჯი  _   ფეხის ერთი გადადგმა, ბიჯი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ნაბეჭდი

ნაბეჭდი _   დაბეჭდილი, დასტამბული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭდვა“ _  ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვემოთ ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით … Read more

Categories

ნაანდერძევი

ნაანდერძევი _   რაც უანდერძეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ / „შთამომავლობა“ _ სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, … Read more

Categories

ნაადრევი

ნაადრევი _   ვადაზე, მოსალოდნელზე ადრე მომხდარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უწინ“ / „ადრე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია თავისუფლად, სრულდება განმეორებადი … Read more

Categories

მხურვალე

მხურვალე  –  რაც ხურს, ძალიან ცხელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ –  მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია … Read more

Categories

მხიარული

მხიარული –  უაღრესად კარგ, ხალისიან გუნებაზე მყოფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები იდაყვებში იხრება და ხელისგულები თავს უახლოვდება მონაცვლეობით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

მხეცობა

მხეცობა –  მხეცის თვისება, სისასტიკე, სიავე, ველურობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ /„მხეცი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

მხეცი

მხეცი  – გარეული მტაცებელი ცხოველი, ნადირი     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სხეულზე შეხებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

მხედართმთავარი

მხედართმთავარი  – ჯარის უფროსი, ჯარის წანამძღოლი, სარდალი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

მხედარი

მხედარი  – ცხენზე მჯდომი, ცხენოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories