ოქროსფერი _ ფერით ოქროს მსგავსი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“_ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის წინ გაშლილი თითებით რკალური ტრაექტორიის მოძრაობას ასრულებს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
