ოპოზიცია

7

ოპოზიცია  _ წინააღმდეგ მოქმედება, წინააღმდეგობა; საკუთარ შეხედულებათა, პოლიტიკის დაპირისპირება სხვა შეხედულებათა ან პოლიტიკისადმი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განმეორებითი, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.