ოკეანე

3

ოკეანე _  კონტინენტებს შორის მოქცეული წყლის დიდი აუზი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეტი“ / „მეტისმეტი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზღვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.