ობიექტი _ 1. სინამდვილის ესა თუ ის მხარე, საგანი, მოვლენა ან მათი ასახვა ცნობიერებაში; 2. ადამიანის მოქმედების საგანი; 3. მშენებლობა
.
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენება“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით ხელისგული მიმართულია ქვევით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.