ნისია _ დანახარჯი ან რისამე ფასი, რაც შემდეგში უნდა გადაიხადონ, ვალი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სესხი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ბოლო ფაზაში თითები ერთად იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.