ნეიტრალური

5

ნეიტრალური _   არც ის, არც ეს, საშუალო, რაც არავითარ ძალას, მოქმედებას არ იჩენს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.