ნება _ თავისი შეხედულების ან სურვილის მიხედვით მოქცევის უფლება ან შესაძლებლობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდომა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი განმეორებად, წრიულ მოძრაობას ასრულებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.