ნავთობი

3

ნავთობი _   თხევადი ორგანული ზეთოვანი საწვავი ნივთიერება, რომელიც მიწის წიაღში მოიპოვება, მისგან მიიღება ნავთი, ბენზინი და სხვ.

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნავთი“ / „ბენზინი“  / „დიზელი“ _ მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ზევით,  მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ნეკი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.