ნაპოვნი _ რაც იპოვეს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ და ქვევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ / „პოვნა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.