ნამსხვრევი _ მცირე ზომის ნამტვრევი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განაწილება“ / „გატეხვა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა – მარჯვნივ, ხელები გაშლილი თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამსხვრევების დაფანტვა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მოძრაობს ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.