ნამეტანი _ მეტისმეტი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა მაჯაზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მოხრილი ცერით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.