ნაკრები

3

ნაკრები _   შეკრებილი, სხვადასხვა ნაწილებისაგან, ელემენტებისაგან შედგენილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით,  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვნივაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ / „გუნდი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.