ნაკითხი _ ვისაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განათლებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.