ნახმარი _ რაც იხმარეს, მოხმარებული, გამოყენებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტარება“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი საჩვენებელი თითით და ცერით ეხება მარცხენა არათითს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იყო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.