ნახევარკუნძული

6

ნახევარკუნძული _  ხმელეთის ნაწილი, რომელიც სამი მხრით ზღვით არის შემოსაზღვრული, ხოლო მეოთხე მხრით მატერიკთანაა შეერთებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა _  მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(შემოსაზღვრული) ადგილი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.