ნაკეცი _ (ქსოვილის, ქაღალდის) მოხრის, მოკეცის ადგილი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება მარცხენა ხელისგულს, შემდეგ იგივე მოძრაობა სრულდება მარცხენა ხელით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.