ნაკბენი

8

ნაკბენი   _   კბენის ადგილი, ნაკბილარი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ქვედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი, ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს და თითების წვერებით ეხება მარცხენა მაჯას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.