ნაღრძობი _ რაც იღრძეს, (სახსარში) ამოვარდნილი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ოდნავ ზევითაა განთავსებული, სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.