ნადირობა _ გარეული ცხოველების ან ფრინველების თოფით ხოცვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია მარცხნივ და ზევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.