ნაანდერძევი _ რაც უანდერძეს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ / „შთამომავლობა“ _ სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.