ნაადრევი

1

ნაადრევი _   ვადაზე, მოსალოდნელზე ადრე მომხდარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უწინ“ / „ადრე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია თავისუფლად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.