მტკიცე – მაგარი, მყარი, მკვიდრი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მკაცრი“/ „მაგარი“ – ირიბ ვერტიკალზე მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
