მჭადი

7

მჭადი    სიმინდის პური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმინდი“ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუნდა (ცომის)“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, შეტყუპებული თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.