მსურველი – ვისაც სურს, სურვილის მქონე, მდომი, მოწადინებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით ხელი მოძრაობს სხეულისკენ და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
