მშობიარე – ქალი, რომელიც შვილს შობს, აჩენს, მელოგინე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბერილი მუცელი“ / „ორსული“ – სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე დადებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები ერთად მოძრაობს წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შობა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.