მრეწველობა – სხვადასხვა სახის პროდუქციის გამომშვებ საწარმოთა ერთობლიობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.