მრეცხავი

10

მრეცხავი ვინც რეცხავს, ვისი ხელობაც სარეცხის რეცხვაა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „რეცხვა“ –  მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.