მოვალეობა

5

მოვალეობა    რაც ევალება, რაც ეკისრება, ვალდებულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მარცხენა მაჯას ედება ზემოდან, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვალდებულება“  –  წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.