მოვალე

4

მოვალე     ვისაც რაიმე ევალება,  ვისაც რამე მართებს, ვალდებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დავალება“ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მარცხენა მაჯას ედება ზემოდან, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვალდებულება“ –  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.