მოთამაშე

8

მოთამაშე  ვინც ან რაც თამაშობს, თამაშობით თავის შემქცევი

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.