მოსაწვევი

28

მოსაწვევი     მოსაპატიჟებელი ბარათი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპატიჟება“   ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.