მოსამსახურე – ვინც მსახურობს, სამსახურში მყოფი პირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მომსახურება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მარჯვენა ხელი ქვევით ჩაწეული შუა თითით ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.