მონაზონი

3

მონაზონი   ქალი, რომელსაც მონასტერში ასკეტური ცხოვრების აღთქმა აქვს დადებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავშალი“   ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითები მოხრილია, სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით მიმართულია მარცხნივ, ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.