მონადირე

2

მონადირე  ვინც ნადირობას მისდევს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თოფის სროლა“ ქვევით მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარცხენა ხელი ოდნავ წინაა წაწეული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.