მოხსენება – საჯარო გამოსვლა, საკითხის ვრცელი და დალაგებული გადმოცემა, მსჯელობა რაიმე საკითხზე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვით გამოსვლა“ – ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ / „მოყოლა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერები და შუა თითები წვერებით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.