მხატვარი

9

მხატვარი   მხატვრობის სპეციალისტი ხელოვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხატვა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.