მკაცრი – სასტიკი, ულმობელი, მტკიცე ხასიათის მქონე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
