მივლინება – სამსახურებრივი დავალებით დროებით სხვაგან წასვლა ან გაგზავნა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამგზავრება“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ გადაადგილდება სინქრონულად და ბოლო ფაზაში ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
