მეთერთმეტე – რიგით თერთმეტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თერთმეტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მარჯვნივ გადაადგილდება თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.